irida1@rambler.ru
irida@iridaprint.ge

 

 

     
დაგვიკავშირდით
ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

+995 5 97 015 016

+995(493) 222 433

 

 

იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის       დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

 

 

                                           ჟურნალებისა და გაზეთების ბეჭდვა
  
   არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჟურნალებს ჯერ ათვალიერებენ და მხოლოდ შემდეგ კითხუობენ. ეს ქვეცნობიერების დონეზე ხდება, რადგანაც არსებობს ყველა ილუსტრაციის ერთბაშად აღქმის და ყველაზე საინტერესო მასალის  გამოყოფის სურვილი. სწორედ ამიტომაცაა მთავარი, რომ ჟურნალი გამოირჩეოდეს მკვეთრად ფერადოვანი ილუსტრაციებით, მაღალი ხარისხის ქაღალდითა და  ბეჭდვით. ამ შემადგენელ ნაწილებზეა დამოკიდებული თქვენი პერიოდული გამოცემის შემდგომი წარმატება.

    ტირაჟის მოცულობის მიუხედავად ჟურნალების ბეჭდვა ხდება ოფსეტური წესით, რადგანაც  მხოლოდ  ამ  მეთოდით შეიძლება მიღწეულ იქნას ჟურნალის ბეჭდვის მაღალი ხარაისხი.
    ჟურნალის  ბეჭდვისას  არჩევანს  ძირითადად    ცარცის ქაღალდზე აკეთებენ. ეს გამოწვეულია არა მარტო ესთეტიკური მხარის გამუმჯობესების სურვილით, არამედ იმ ტექნოლოგიური მოთხოვნებით, რომელიც წარედგინება მაღალი ხარისხის ფერადი ილუსტრაციების ბეჭდვას.

გაზეთი — პერიოდული ბეჭდური გამოცემა, რომელიც არანაკლებ თვეში ერთხელ მუდმივი სახელწოდებით გამოდის. სიტყვა "გაზეთი" ყველაზე პატარა ნომინალის მქონე იტალიური მონეტის სახელწოდებიდან მომდინარეობს (იტალ. gazzetta — გაზეტა).

შენიშვნა:
     გაზეთის ან ჟურნალის დაბეჭდვის საფასურის გასაანგარიშებლად დაუკავშირდით ფირმის მენეჯერს,აგრეთვე გთხოვთ დააზუსტოთ თუ რა სახის  შეზღუდვები არსებობს ამა თუ იმ სახის(ფაქტურიანი,დიზაინერული და ა.შ.) ქაღალდზე ბეჭდვისას.
მზა მაკეტის მიხედვით ჟურნალზე შეკვეთის შესრულების ვადა 5 და მეტი დღეა