irida1@rambler.ru
irida@iridaprint.ge

 

 

     
დაგვიკავშირდით
ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

+995 5 97 015 016

+995(493) 222 433

 

 

იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის       დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

 

       

                            საქაღალდე

    თქვენ მიხედვით მოსალაპარაკებლად უცნობ ორგანიზაციაში. თქვენს ინტერესშია მოახდინოთ ძლიერი დადებითი შთაბეჭდილება. სთავაზობთ მოსაუბრეს სავიზიტო ბარათს და ხსნით საქაღალდეს, სადაც განლაგებულია წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განკუთვნილი პროსპექტები და სარეკლამო ფურცლები. საფირმო საქაღალდეები, როგორც საფირმო ბლანკები ან სავიზიტო ბარათი, კომპანიის სტილის ერთ ერთი აუცილებელი ატრიბუტია. საქაღალდეები არსებობენ შემდეგი სახის: გვერდითა სარქველების გარეშე, წებოვანი ან ამოკვეთილი სარქველებით.
     საქაღალდეების დასამზადებლად გამოიყენება ქაღალდისა და მუყაოს მრავალი სახეობა. ეს შეიძლება იყოს, როგორც ჩვეულებრივი ცარცის ქაღალდი 250-300 გრ/კვ.მ.

ასევე დიზაინერული ან ფაქტურიანი ქაღალდი. საქაღალდის ფორმატი დაკეცილ მდგომარეობაში უმეტეს შემთხვევაში A4 ფორმატისაა. საქაღალდეები გვერდითა სარქველების გარეშე სტანდარტულ ვარიანტში წარმოადგენს შუაზე გაკეცილ ფურცელს ზომით 430*305 მმ. ამ სახეობის საქაღალდის დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს და გამოირჩევა დაბალი ფასით, თუმცა ის ძალიან მოსახერხებელია.
        საქაღალდეების დამზადებას დასაწები სარქველებით, მიზანშეწონილია მივმართოთ მაშინ როდესაც ტირაჟი მცირეა და შეადგენს 50,100,200 ეგზემპლარს. გვერდითა სარქველების ჩაწებების პროცესი ძალიან შრომატევადია და დიდი ტირაჟისას აზრს კარგავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესით დამზადებული საქაღალდე გამოირჩევა სიმყარით და შიგ მოთავსებული დოკუმენტები დაცულია გაფანტვისაგან.
   ყველაზე ფართოდ გავრცელებულია საქაღალდეები, ამოკვეთილი გვერდითა სარქველებით. ამ ტიპის საქაღალდის დასამზადებლად საჭიროა ამოსაკვეთი შტამპი. ჩვენ გთავაზობთ ისარგებლოთ სტამბაში არსებული მზა შტამპებით რომელთა შაბლონის ნიმუშები აქვეა მოყვანილი.

     საქაღალდეების დამზადება მზა შტამპების გამოყენებით განსაკუთრებით მომგებიანია საშუალო და დიდი ტირაჟებისას 1000,2000,3000 ეგზემპლარი. ასევე შესაძლებელია საქაღალდის დამზადება ინდივიდუალური შტამპით. ზოგიერთ საქარალდეში გათვალისწინებულია სპეციალური ჭრილები სავიზიტო ბარათების ჩასადებად. 
     საქაღალდეების ფერადოვნება შეუზღუდავია. ერთი ფერიდან დაწყებული სრულფეროვანით დამთავრებული.ასევე ხშირად მიმართავენ საქაღალდეების ლაკირებას ან ლამინაციას.

 

საქაღალდე (ოფსეტური ბეჭდვა )

ფერი/ტირაჟი 100 200 300 500 1000
1+0 2.0 1.5 1.2 1.0 0.8
4+0 x x 1.5 1.2 1.0
                
შენიშვნა:
1.ფასი შეიცავს ქაღალდის ღირებულებას: ცარცი 250-300 გრ/კვ.მ.მუყაო ბრისტოლი 300 გრ/კვ.მ.
2.ფაქტურიანი ან დიზაინერული ქაღალდის შემთხვევაში ფასი გაიზრდება 20%-ით.
3.ცხრილში მოყვანილია ერთეულის ფასი კონკრეტულ რაოდენობაზე