• irida@iridaprint.ge
  •  

     

         
    დაგვიკავშირდით
      ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

    +995 5 97 015 016

    +995(493) 222 433

     

    იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის      დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

     

     
                კალმები და სანთებელები(ტრაფარეტული ბეჭდვა)

           თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენმა პარტნიორებმა, მეგობრებმა, თქვენი პროდუქციის ან მომსახურების მომხმარებელმა რაც შეიძლება ხშირად გაგიხსენონ, უნდა აჩუქოთ მათ კალამი ან სანთებელა თქვენი ფირმის სიმბოლიკით.ის სასიამოვნო და მისაწვდომი სუვენირია და შეიძლება უნივერსალურ საჩუქრად იქცეს, როგორც ახალი, ასევე ძველი მეგობრებისათვის. კალმებზე ან სანთებელებზე ბეჭდვის მეთოდები:
           ყველაზე გავრცელებული ტამპონური ბეჭდვაა     წრეხაზოვანი  ტრაფარეტული  ბეჭდვით  შესაძლებელი ხდება სანთებლის ან კალმის მთელი კორპუსის დაფარვა.
          ლაზერული გრავირება. გამოიყენება ლითონის  კალმებისათვის, სანთებელებისათვის.
     ბრელოკი იმ ნივთებს მიეკუთვნება, რომელიც სჭირდება ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი საქმიანობისა. ბრელოკს გააჩნია რგოლი და ის იძლევა შესაძლებლობას მივამაგროთ მასზე გასაღებების მთელი აცმა და კიდევ მრავალი წვრილმანი.თუ ბრელოკზე რამეს გამოვსახავთ, მას ფუნქციონალური დატვირთვა მიეცემა და იგი რეკლამის მატარებელი გახდება.
       არსებობს ბრელოკი-თავსახურის მოსახსნელი, ბრელოკი - ნათურით, ბრელოკი - რულეტი და ა. შ. ბრელოკი შეიძლება იყოს დამზადებული პლასტმასის, ლითონისა და ტყავისაგან. პლასტმასზე გამოსახულების დატანის მეთოდია ტამპონური ან ტრაფარეტული ბეჭდვა, ლითონზე- გრავირებით, ტყავსა და ტყავის შემცვლელებზე - ამოტვიფვრის მეთოდით. შესაძლებელია პოლიმერულ ზედაპირინი ბრელოკების დამზადებაც. ეს მეთოდი აუმჯობესებს ნივთის გარეგნულ მხარეს, ის ხდება ამობურცული, მბზინავი და სრულიად გამჭვირვალე. მისი ზედაპირი ღებულობს მოცულობის ეფექტს.
        ბრელოკი არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მაგალითად თვითმფრინავის, სახლის, მანქანის და ა. შ

     

      კალმები, სანთებელები, ბრელოკები(ტრაფარეტული ბეჭდვა)

     
    ფერი/ტირჟი 100 200 300
    ცალმხრივი 1ფერი 15 25 35
    2ფერი 25 35 45
    3ფერი 35 45 55
    ორმხრივი 1ფერი 25 35 45
    2ფერი 35 45 55
    3ფერი 45 55 65
     
    შენიშვნა:
    1. სტანდარტული სახეობების კალმებისა და სანთრბელების და ბრელოკის ღირებულება ფასში არ შედის.
    2. ტრაფარეტული მატრიცის მომზადება 10 ლარი
    3. 200-ზე მეტი ტირაჟისას მატრიცის მომზადება უფასოა.
    4. ცხრილში მოყვანილია ფასი მთლიანი ტირაჟისათვის.    
     
     ბლოკნოტებისა და ყოველდღიურების პერსონალიზაცია
    (ტრაფარეტული ბეჭდვა)
     ბლოკნოტები შეიძლება მრავალი სახის იყოს უბრალო, თხელ ყდიანი რვეულით დაწყებული,ტყავის ყდაზე ამორვიფვრული ოქროს ასოებიანი შთამბეჭდავი ფოლიანტით დამთავრებული. 
         საფირმო ბლოკნოტი ემსახურება ერთ მიზანს კიდევ ერთხელ შეახსენოს თავის მფლობელს, იმ ფირმის არსებობა, რომლის ლოგოტიპსაც ხედავს ბლოკნოტზე.
        ყოველდღიური, კალენდრის მსგავსად, ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და სასარგებლო კორპორაციული საჩუქარია საახალწლოდ ან საიუბილეოდ.  ყოველდღიურების ფორმისა და სტილის სიმრავლე გაძლევთ დიდ შესაძლებლობას, აირჩიოთ საქმიანი სუვენირი, რომელიც შეგიძლიათ ამაყად გასცეთ თქვენი ფირმის სახელით.
    ფერი/რაოდენობა 10 25 50 100 200
    1 ფერი 2.5 2.0 1.5 1.0 0,7
    2 ფერი 3.0 2.5 2.0 1.5 1.0
    შენიშვნა:
    1. ბლოკნოტებისა და ყოველდღიურების ღირებულება ფასში არ შედის.
    2. ტრაფარეტული მატრიცის მომზადება 10 ლარი
    3. 50 და მეტი ტირაჟისას მატრიცის მომზადება უფასოა.
    4. ცხრილში მოყვანილია ერთეულის ფასი კონკრეტულ რაოდენობაზე.   
      
     
    კერამიკული ჭიქების პერსონალიზაცია
    (თერმოტრანსფერული ბეჭდვა)
       
           ჭიქები ნივთების იმ რიგს მიეკუთვნება, რომელსაც ტრადიციულად ყველაზე ხშირად ჩუქნიან. საფერფლეებისა და სანთებელებისაგან განსხვავებით ჭიქის ჩუქება ყველა ადამიანზე შეიძლება. კერამიკული ჭიქები ფირმის ლოგოტიპით წარმოადგენს კლასიკურ კორპორატიულ საჩუქარს და რაც მთვარია ის მრავალი წლის განმავლობაში შეახსენებს ჭიქის მფლობელს თქვენი ფირმის არსებობას.
    ზომა/რაოდენობა 1 5 10 30 50
    8*18სმ. 12,00 11,50 11,00 10,00 9,00
               ფასში შედის: ჭიქის ღირებულება, დასატანი გამოსახულების სკანირება, დამუშავება, დიზაინი
               და ტექსტური გაფორმება.