irida1@rambler.ru
irida@iridaprint.ge

 

 

     
დაგვიკავშირდით
ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

+995 5 97 015 016

+995(493) 222 433

 

 

იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის       დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

 

 


                                      წიგნების ბეჭდვა

     წიგნი არის მრავალფურცლიანი არაპერიოდული გამოცემა, რომელიც შეიცავს 48 გვერდზე მეტს. იგი შეიძლება შესრულებული იყოს როგორც ერთ ფერში, ასევე წარმოადგენდეს ფერად ილუსტრირებულ მაღალხარისხოვან ალბომს.ჩვენს სტამბაში წიგნები იბეჭდება უმოკლეს ვადაში,რბილი და მაგარი ყდით,ნებისმიერი ტირაჟით. წიგნის პირველი ეგზემპლარები,როგორც წესი, მზადდება გასასინჯად, საპრეზენტაციოდ ან სარეკლამო მიზნით. 
    რბილ გარეკნიანი  წიგნის  სარეკომენდაციო  მოცულობა   97  გვერდს  აღემატება. წიგნი  შედგება  შიდა  ბლოკისა  და  გარეკანისაგან. შიდა  ბლოკი  წარმოადგენს  ქაღალდის  ფურცლების  ან  რვეულების  შეკვრას.  გარეკანისათვის  გამოიყენება  სადა   ან  რაიმე  ფაქტურის  მქონე ზედაპირიანი  მკვრივი  ქაღალდი ( ჩვეულებრივ 250 გრ. / კვ. მ. ).შიდა  ბლოკისათვის  კი  საშუალო  სიმკკვრივის  ქაღალდი ( 80 გრ. / კვ.მ ).
   გაცრეცვის საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია დამცავი ლაქის ან დამცავი აპკის (ლამინირება) გამოყენება.
     წიგნის ტირაჟის ბეჭდვისას მნიშვნელობა აქვს წიგნის ყდას.  იგი  არსებითად  მოქმედებს  წიგნის  ბეჭდვის  ღირებულებაზე. 
     არსებობს  წიგნების  შეკვრის  სამი  ტიპი:
--- შეუკერავი ( ანუ  მხოლოდ  წებოს  შეკერვით ),  რომლის  უპირატესობაა  შესანიშნავი  გაშლილობა  და  პროდუქციის  კარგი  იერ  სახე.
     ყველა  ფურცლისა  და  გარეკანის  ერთად  შეკვრა ლითონის მავთულით. მიზანშეწონილია  ხშირი  გამოყენების  გამოცემებისათვის, ცნობარებისა და ენციკლობედიებისათვის.  თუმცა  ამ  შემთხვევაში  რამდენადმე  მცირდება  წიგნის  გაშლილობა.
--- ძაფით კერვა, რომლის უპირატესობაა მაღალი გამძლეობა,მაგრამ ნაკლები გაშლილობა. მიზანშეწონილია ხანგრძლივი ვადითა და ხშირი გამოყენებისათვის გამიზნული წიგნებისათვის.
     მაგარი  ყდა  უკეთდება  მაღალმხატვრულ გამოცემებს  რომლისაგანაც  მკითხველი   ელის  ესთეტიკურ  ზემოქმედებასა  და  ოპტიმალურ საექსპლუტაციო  თვისებებს.
შენიშვნა:
     წიგნის ან ჟურნალის დაბეჭდვის საფასურის გასაანგარიშებლად დაუკავშირდით ფირმის მენეჯერს, აგრეთვე გთხოვთ დააზუსტოთ თუ რა სახის  შეზღუგვები არსებობს ამა თუ იმ სახის(ფაქტურიანი,დიზაინერული და ა.შ.) ქაღალდზე ბეჭდვისას.
მზა მაკეტის მიხედვით ჟურნალზე შეკვეთის შესრულების ვადა 7 და მეტი დღეა