irida1@rambler.ru
irida@iridaprint.ge

 

 

     
დაგვიკავშირდით
ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

+995 5 97 015 016

+995(493) 222 433

 

 

იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის       დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

 

 

  სასაჩუქრე ყუთები  
  
   ყოველი  საწარმო,  რომელიც  უშვებს  საკუთარ  პროდუქციას,  დაინტერესებულია  გაასაღოს  საქონელი  ეკონომიურად  ყველაზე  მომგებიან  პირობებში.  ამ მხრივ  ერთერთი   მთავარი  საკითხია,  თუ  რაში  შეიფუთება  საქონელი.  ძნელია   გვერდი  აუარო  საწარმოსთვის  ყველაზე  ხელსაყრელი  ამა  თუ  იმ  შეფუთვის  ეკონომიური  მიზანშეწონილობის  გაანგარიშებასა  და  მითუმეტეს    პროდუქციის  უსაფრთხო  გადაზიდვის  საკითხს.  ნებისმიერი  საწარმოსთვის    ერთერთი ოპტიმალური  ვარიანტია  მდგრადი  მასალისგან  დამზადებული  მუყაოს  ყუთები
    ჩვენი  კომპანიის  მიერ  დამზადებული  მუყაოს  ყუთები  გამოიყენება  როგორც  საკვები,  ასევე  სხვა  სახის  პროდუქციის  შესაფუთად.  ყუთები  ეკოლოგიურად   სუფთაა,  გააჩნიათ  სიმტკიცის  დიდი  მარაგა,  დაბალი  თვითღირებულება,  რის  გამოც  ამ  ტარის  ფასები  ხელმისაწვდომია  დამწყებ  მეწარმეთათვისაც  კი.
ფირმის მიერ დამზადებული  მუყაოს  კოლოფები  მომხმარებელს  იმედს  არ  გაუცრუებენ  და  შეინახავენ  პროდუქციის   ყველა  ნიშანთვისებასა  და  ხარისხს  გადაზიდვის  მთელ  მანძილზე.  თავის  მხრივ  ინდივიდუალობის  დამღას , რომელიც  მუყაოს  ყუთებზეც  ვრცელდება,  შეუძლია  ხაზი  გაუსვას  მწარმოებელი  კომპანიის  იმიჯს  და  გამოიწვიოს  მომხმარებელთა   და  გამყიდველთა  კეთილგანწყობა  პროდუქციისა  და  მარკის   მიმართ.
  მუყაოს შეფუთვამ    ფართო  გამოყენება ჰპოვა მოსახერხებელი  ექსპლუტაციის  გამო  და  იგი  გამიყენება  ალკოჰოლურ,  კოსმეტიკურ  და  საკონდიტრო  დარგებში.  ამ  შეფუუთვას  სხვასთან  შედარებით  მრავალი  უპირატესობა  გააჩნია.  მაგალითად:   ის,  რომ  იგი  მოხერხებულია  ტრანსპორტირებისთვისაც,  იკავებს  მცირე  ადგილს,  ადვილიდ ლაგდება.  გარდა  ამისა  მუყაოს  შეფუთვა  ბრენდის  იმიჯსის  ნაწილია  და  გამოიყენება  სარკლამო  მიზნით.
       მიმზიდველი  და  ლამაზად  გაფორმებული  მუყაოს  შეფუთვა  არა  მარტო  იცავს  საქონელს  ტრანსპორტირების დროს,  არამედ  ანიჭებს  მომხიბლავ  იერს.  თქვენი  საფირმო  სტილით  გაფორმებული  მუყაოს შეფუთვა  საქონელს მეტად  ცნობადს  ხდის,  ეხმარება  მომხმარებლს ორიენტაციაში  და  სწორედ  თქვენი  პროდუქციის  არჩევანში. 
საპრეზიდენტო  და  ელიტური  შეფუთვა  მიანიჭებს  თქვენს  პროდუქციას  დაუვიწყარ               იარსახეს  და  ეხმარება  სჭირო  ეფექტის  მოხდენაში.  იგი  იქნება  სუვენირის  ან  საჩუქრის მშვენიერი  დამატება.  მუყაოს  შეფუთვა  წარმოადგენს  შეფუთვის  ეკოლოგიურად  სუფთა  ნაირსახეობას.  მისი  უტილიზაცია  არ  მოითხოვს  სპეციალურ  დანადგარს.
     “ირიდა”  დაგიამზადებთ მუყაოს  ყუთების  ყველა  ნაირსახეობას  და  ამასთან  ერთად  უზრუნველყოფს   წარმოებელი   პროდუქციის  მაღალ  ხარისხს.
      არ  იქნებოდა  სწორი  სათანადოდ  არ  შეფასებულიყო  მუყაოს  შეფუთვის  როლი  საქონლის  გასავლიანობაში  საკუთრივ  იმ  შემთხვევაში,  რომელსაც  იგი  გამიყენება  საქონლის  დიზაინთან ერთად.  ასეთი  მუყაოს  შეფუთვა   თვალშისაცემია  და  სავსებით  შესაძლებელია  გამოიწვიოს  საქონლის  ყიდვის  სურვილი  მისი  იერსახის  გამო.  ბუნებრივია  რომ  ასეთი  მუყაოს  შეფუთვისადმი  საჭიროა  განსაკუთრებული  მიდგომა.  ამ  საქმეში  თქვენ  დაგეხმარებათ  შეკვეთი  შემუშავებული  და  დამზადებული  ფუთა,  რომლის  შექმნაში  მონაწილეობენ  სტამბის  პროფესიონალები.
      მუყაო  უნივერსალური  შესაფუთი  მასალაა.  იმის  გამო,  რომ  არსებობს  სხვადასხვა  სიმკვრივის  მუყაო,  ეს  იძლევა  საშუალებას  ვაწარმოოთ შეფუთვის   მრავალი  ვარიანტი.  მუყაო  ეკოლოგიურია,  იაფად, ადვილად   ექვემდებარება  უტილიზაციას, მოკლედ  შეუცვლელია.  როგორც  წესი  მუყაოს  კოლოფის  გაფორმებას  ახორციელებს  სტამბა  და  იყენებს  ორ  სხვადასხვა  მეთოდს, ან  აფორმებს  უშუალოდ  მუყაოზე  ნაბეჭდის  დატანებით,  ან  მასზე  ეტიკეტების  დაწებებით.
      მუყაოს  შეფუთვა  რეკომენდებულია  საქონლის  მრავალი  სახეობისთვის  მისი  ზომის,  სიფაქიზის და  სხვა  თვისებების  მიუხედავად,  რადგანაც  მუყაოს  შეფუთვა  დაგეხმარებათ  შეინახოთ  თქვენი  პროდუქცია  საუკეთესო  სახით.
    სასაჩუქრე  შეფუთვა:   სასაჩუქრე  შეფუთვა  სადრესასწაულო  ხალისს  იწვევს  როგორც  მჩუქებელში,  აგრეთვე  საჩუქრის  მიმღებშიც.  რაც  უფრო  მეტია  მოლოდინი,  მით  უკეთესია.  ლამაზი  სასაჩუქრე  კოლოფი,  რომელიც  შეფუთულია  ამ  მიზნისათვის  განკუთვნილ  ბაფთიან  ქაღალდში,  და  მოთავსებულია  სასაჩუქრე პარკში  მოგანიჭებთ  სიხარულს  იმ  მომენტიდან,  როცა  მიმღები  შეფუთვის  გახსნას  დაიწყებს.   თავდაპირველად  უნდა  შეირჩეს  კარგი  კოლოფი,  ისეთი  რომ  არ  იჭმუჭნება,  ინახავს  ფორმას,  საჭიროებისმიერ  სიმძიმესაც  აიტანს  და  რაც  მთავარია,  ისეთი  რომ   ვერავინ  მიხვდეს,  რა  დევს  შიგნით. 
   საახალწლო შეფუთვა:
გთავაზობთ  საახალწლო  შეფუთვის  სხვადასხვა  ვარიანტს,  განკუთვნილს  საბავშვო  და  კორპორატიული  საჩუქრებისათვის.  ჩვენ  სიამოვნებით  დაგიმზადებთ  ქრომერზაც  მუყაოსა  და  მიკროგოფრო  მუყაოს  საახალწლო   სასაჩუქრო  ყუთებს,  რომელიც  შეგიძლიათ  დაამშვენოთ  თქვენი   კომპანიის  საფირმო  სიმბოლოებით.
     ჩვენ  გთავაზობთ  მუყაოს  ყუთების  გაფორმების  მრავალი  სახის  მომსახურეობას.  გამოცდილი  დიზაინერები  შეიმუშავებენ  თქვენი  საქონლის  შეფუთვის  სტილსა  და  კონცეფციას,  რაც  აუცილებლად  შეუწყობს  ხელს  მისი  რეალიზაციის  ზრდას  მინიმალური  დაბანდების  ხარჯზე.  მუყაოს  შესანიშნავი   თვისების  გამო  კი  თქვენი  პროდუქცია  საიმედოდ  იქნება  დაცული  გარე  ფაქტორების  ზემოქმედებისგან.  სტამბას  გააჩნია  თანამედროვე  დანადგარები და ყველა შესაძლებლობა  , რომ  თქვენი  შეკვეთა  შესრუდება  უმოკლეს  ვადაში  და შესანიშნავი  შედეგებით.